
რეიკი უკვე საქართველოშია

რეიკით, როგორც სამკურნალო საშუალებით, სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი ინტერესდება....
მისი სასწაულმომქმედი უნარი მრავალი წლის მანძილზე აკვირვებდა კაცობრიობას...
რეიკი - ეს არის არატრადიციული მედიცინა – "ხელების შეხებით" ავადმყოფის განკურნება.
რეიკის მეთოდი მეცნიერულად შეისწავლა 1922 წელს იაპონელმა ბუდისტმა მიკაო უსუიმ.
რეიკი ნიშნავს: რეი - სამყარო, სული კი - ენერგია, აზრი, განწყობა.

და, მაინც ისმის კითხვა, რა არის რეიკი?
ჩინელი ბუდისტი - მიკაო უსუი რეიკის გამომგონებლად გვევლინება?!:)
ჩვენთვის კი რეიკი უკვე 2000 წელია ცნობილია...:)
მართლმადიდებლობისთვის მიუღებელია, რამდენადაც მას ეკლესია ოკულტიზმად მიიჩნევს.
"რეიკი" სხვა არაფერი არ არის თუ არა "ღვთის მადლი".
"ღვთის მადლი" იესოს დაბადებიდან დღემდე ქრისტიანული სამყაროსთვის კარგად არის ცნობილი...
მრავალი წმინდანი - მკურნალი გაგვიგია და ვიცით, რომელნიც ლოცვითა და უშუალო კონტაქტით კურნავდნენ ადამიანებს მრავალი სნეულებებისაგან.
მე არ მესმის, რატომ უკეთებენ იგნორირებას სასულიერო პირები ამ მოვლენას? რატომ თვლიან, რომ ღვთის მადლის გამოყენება ადამიანის გადარჩენისთვის ოკულტიზმია? გამოდის, რომ ქვემოთ ჩამოთვლილი წმინდანები ოკულტიზმით იყვნენ დაკავებულები... ამისი გაფიქრებაც კი მკრეხელობაა, ყველა დამეთანხმებით...
წმინდა პანტელეიმონი
წმინდა ნიკოლოზ სასწაულმომქმედი
წმინდა ბარბარე
წმინდა გიორგი
წმინდა კვიპრიანე
წმინდა ირინე
წმინდა მამა გაბრიელი, რომლის საფლავთან ახლოს დგომაც კი კურნავს...
წმინდა მამა ვიტალი...
ეს არის ძალიან მცირე ჩამონათვალი იმ მორწმუნე - წმინდანებისა, რომელთაც შეეძლოთ ლოცვებითა თუ უშუალო კონტაქტებით ადამიანების განკურნება უმძიმესი სნეულებებისაგან...
მაშ, რაშია საიდუმლო?
საიდუმლო არის ღვთის სიყვარულში.
მთელი საიდუმლო არის გულით ლოცვაში...
ღმერთთან სიახლოვეში!!!
ღვთის სიყვარულითა და გამუდმებული ლოცვებით ადამიანები სულ უფრო და უფრო ვუახლოვდებით ღვთის სამყაროს, შემომქმედს... უფრო მეტი და მეტი მადლი გადმოდის სამყაროდან ჩვენზე, გულმხურვალედ მლოცველებზე...
ღვთისა და სხვა და სხვა წმინდანების ხატები სხვა არაფერი არ არის თუ არა ღვთის სამყაროში გაჭრილი სარკმელი....
იყავით მორწმუნენი ღვთისა ადამიანებო....
შეიცანით თავი თქვენი...
შეიყვარეთ იესო...
...P.S. „რეიკი“ – იგივე „ღვთის მადლი“ ჩვენშია და მას მოფრთხილება სჭირდება...
კოსმოსიდან მოდის მადლი, რომელიც ამ ქვეყანაზე არსებობაში ენერგიას და ღონეს გვაძლევს...
ღმერთთან განშორებული ადამიანი გამუდმებით განსაცდელშია... სამყაროც არ აყოვნებს და როგორც ავადმყოფს სტაციონარი ესაჭიროება, განსაცდელიც
დაუყოვნებლივ მკურნალად გვევლინება სნეული სულის გასაწმენდათ ...


